კახეთში "ერთიანობის" წევრებს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს - ნაცემია ლევან მეტრეველი

06.10.24 20:13
კახეთში "ერთიანობის" წევრებს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს - ნაცემია ლევან მეტრეველი

 

 

ცოტა ხნის წინ კახეთში პლატფორმა "ერთიანობის" წევრებს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. სოფელ კარდენახში 15-მდე პირი პარტიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემია ლევან მეტრეველი. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ოპოზიციის წევრი ყვება, რომ მას ფიზიკურად ორი პირის უსწორდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, სპორტსმენები იყვნენ. მეტრეველი ხელს პირდაპირ "ოცნების" ხელისუფლებას ადებს და ამბობს, რომ მოძალადეები სწორედ მმართველი პარტიის მიერ იყვნენ მიგზავნილები. 

მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი. დავამთავრეთ ეს შეხვედრა, ატყდა ჩოჩქოლი, მივედი გასარკვევად ამბის და დამესხა ორი კუნთმაგარი ტიტუშკა. რაც შეეხება პერიპეტიებს, ახლა გავარკვევ რა დაზიანებები მაქვს. რამდენადაც ექიმი ვარ, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყება ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ვნახავთ თუ არის მოტეხილობა სახის ძვლების. 

მე დამესხა ორი ადამიანი თავს. ერთს უბრალოდ, ვერ ვხედავდი, ჩემგან მარჯვნივ იყო, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო, იმის ამოცნობა შემიძლია, - ამბობს ლევან მეტრეველი. 
 

მომხდარს იხსნებენ პარტიის სხვა წევრებიც, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ ე.წ. ტიტუშკები იქ სწორედ ხელისუფლების დავალებით მივიდნენ. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები