ქართული პასპორტი ივანიშვილის რუს ექიმბაშს - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

06.10.24 20:33
ქართული პასპორტი ივანიშვილის რუს ექიმბაშს - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

 

 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სიცოცხლის გახანგრძლივების რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა. საუბარია, მოსკოვის "ლომონოსოვის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულ იულია კრუშანოვაზე, რომელმაც მდიდარ რუსებს თავი, მისი "განსაკუთრებული უნარებით" გააცნო - კრუშანოვა ირწმუნება, რომ უკვე საუკუნის მეოთხედია, სწორედ ის ინახავს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების გასაღებს.

შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ექიმბაშისთვის ქართული პასპორტის მიცემის პროცესში სავარაუდოდ, პირადად იყო ჩართული იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი. რეკომენდაციიის ფურცლით კი ოლიგარქის ექიმბაშმა  გვერდი აუარა ქართულ ენაზე გამოცდის ჩაბარებას ანუ ქალს, ვინც ივანიშვილს სიცოცხლის გახანძლივებაში ეხმარება ქართული პასპორტი კანონდარღვევით მისცეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ოლიგარქს არჩევნებში გამარჯვების იმედი გადაწურული აქვს და ახლა არატრადიცულ მედიცინას მიმართა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები