ალტერნატიული საბანკო ბარათები სპეცრაზმის სანქცირებულ შეფებს - შს მინისტრის სკანდალური აღიარება

06.10.24 20:39
ალტერნატიული საბანკო ბარათები სპეცრაზმის სანქცირებულ შეფებს - შს მინისტრის სკანდალური აღიარება

 

 

ვახტანგ გომელაურის სკანდალურ აღიარებას ეროვნული ბანკი მდუმარებით ხვდება. ნათია თურნავას დაქვემდებარებული უწყება ამ დრომდე არ ამბობს, რომელი ბანკები ემსახურებიან ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მიერ სანქცირებულ და მაგნიცკის სიაში შეყვანილ სპეცრაზმის შეფებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბათის ეთერში დაუფარავად თქვა, რომ ზვიად ხარაზიშვილს იგივე ხარებას  და მილერი ლაგაზაურს ხელფასებიი ჯერ კიდევ საბანკო ბარათებზე ერიცხებათ.

დღეს ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ორი ბარათი დაასახელა, რომლითაც, სავარაუდოდ, სანქცირებული ხარება და მისი მოადგილე სარგებლობენ. ეს  ან საპენსიო ბაარათებია, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბანკში აღებული ე.წ კორპორატიული პლასტიკური ბარათები.

არაერთ ძალადობაში  მხილებული ხარება ახლა პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული -  ასეთია იმ სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ხარებას სპეცრაზმი ქუჩა-ქუჩა დასდევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, ახლა კი ირკვევა, რომ ზვიად ხარაზიშვილს საარჩევნოდ "ოცნებამ" საგანგებო მისი დააკისრა: გომელაურის ბრძანებით, მან არჩევნების დღეეს წესრიგი უდა დაიცვას. აქტივისტები ამბობენ, რომ ამით ხელისუფლებამ დაადასტურა,  რომ ხარება მხოლოდ დავალებები შემსრულებელი იყო და აქტივისტების დევნის ბრძანებას ოლიგარქი იძლეოდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები