ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, ოპოზიცია "ძალიან ეცოდება":
სიბრალულით უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები და მთლიანი ოპოზიცია. რასაც ვუყურებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისინი არიან უბრალოდ "წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა" მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.
ჩვენი მთავარი ოპონენტი დღეს არის ის გაჭირვება და ჯერ კიდევ ის ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე და ასეც იქნება"- განაცხადა პრემიერმა.