რას განახორციელებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

06.10.24 20:57
რას განახორციელებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

 

 

"ქართული ოცნება"  ჭინკების და ვირეშმაკების მთავრობაა, მოღალატეების გუნდი, რომელიც  საქართველოს ეროვნული ინტერესებს წინააღმდეგ მიდის  - ამ სიტყვებით მოიხსენია ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილის გუნდი. "ძლიერი სქართველოს" ლიდერები წალენჯიხაში არიან, სადაც ამომრჩევლებთან შეხვედრა რეაბილიტირებული არტ მეურნებობის ტერიტორიაზე გაიმართა. ნაგვის გადავსებული და დანგრევის პირას მისული შენობები წალენჯიხელებისთვისს მამუკა ხაზარაძემ აღადგინა.

მამაუკა ხაზარაძემ,  ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან  ცუცქირიძემ ადგილოპბრივ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო გეგმა "ილიას გზა" გააცნეს. ასევე, ამომრჩევლებს ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები გაახსენეს და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. 

ქოსა ტყუილა კაცს მინდა ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილს, რომ დადის და დაფეთებული რომაა და ათას ჯავშნებში რომ დადის და რკინის ბადეები რომ აქვს, თავისი ფული ხომ თავზე საყრელი აქვს, 12 წელია მთელი ქვეყნის ბიუჯეტი და ხალხის ფული ჯიბეში უდევს, ვერცერთი მოხელე ვერ იცხოვრებს საშუალო ქართველზე უფრო კარგად, არადა გამოხეული ფეხსაცნლით მოვიდნენ, ცალ-ცალი კალოშით და ახლა  მილიონერები არიან, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ალეკო ელისაშვილმა. 

კიდევ რაზე ისაუბრეს კოალიციის ლიდერებმა ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები