გადამწყვეტი არჩევნები და კრემლის და ივანიშვილის იდენტური განცხადებები - გზავნილები აშშ-დან
დეზინფორმაციის გამავრცელებული "ქართული ოცნება" ამერიკის საელჩოს მანიპულაციაში სდებს ბრალს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ე.წ ქარდები, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.
ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე დღეა შეერთებული შტატების საელჩო საჯაროდ და დამარცვლით უხსნის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოებას არ დევნიან. არც ოპოზიციის აკრძალვაა დემოკრატია და არც კრიტიკული მედიის შევიწროებაა დამახასიათებელი დემოკრატიებისთვის.
რუსეთის და ივანიშვილის ხელისუფლებების იდენტური მოქმედებები შეშფოთებას იწვევს ვაშინგტონში. ლავროვის ინიციატივა, რომ მოსკოვი აეხმარება საქართველოს ე.წ მეზობლებთან აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, უკიდურესად სახიფათო განცხადებად ფასდება. შტატებში მიაჩნიათ, რომ მოსკოვს წინასაარჩევნოდ ამ თემის გააქტიურობა ერთადერთი მიზნით სურს - საქართველოს მოქალაქეებმა უარი თქვან ევროინტეგრაციაზე.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.