პრეზიდენტის გეგმა - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს
პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს.
დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარმოუდგენია მომავალ პრემიერად სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებს ათონელის სასახლეში დღის მეორე ნახევრიდან ელოდება. "შაბათის ეთერში" სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური წარსული არ აქვს.
რამდენიმე პარტიაში უკვე ღიად თქვეს, რომ კონსულტაციებზე მივლენ, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებს უმასპინძლებს - ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ორბელიანების სასახლეში ზუსტად 2 საათზე მივლენ.
"პირველების" ინფრომაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე შევხება გიორგი გახარიას გუნდის ლიდერებსაც. ჯერჯერობით, უცნობია, რომელ საათზე მივა ყოფილი პრემიერი მის გუნდათ ერთად პრეზიდენტის სასახლეში.
"რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე, ამ მიზნის მისაღწევად, მე არაფერს არ გამოვრიცხავ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.