პრეზიდენტი ხვალ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეხვდება - ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საუბარი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაიმართება.
ოპოზიციონერის თქმით, საზოგადოება "ძლიერი საქართველოს" პოზიციას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიგებს.
გაიმართება საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც არის დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი კოალიციისთვის, ჩვენი გაერთიანებისთვის, დღეს უმთავრესი საკითხი არის ის, რომ 26 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა რეალური ალტერნატივა აირჩიოს რუსული ძალის, რომელიც დღეს არის "ქართული ოცნება". რუსი ოლიგარქის და მისი მმართველობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ცხადია გვექნება საუბარი. მოვისმენთ მის მოსაზრებებს და ამ შეხვედრის შემდეგ, როგორც პრეზიდენტი, ასევე საზოგადოება, ცხადია გაიგებს ჩვენს პოზიციას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს.
დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარმოუდგენია მომავალ პრემიერად სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებს ათონელის სასახლეში დღის მეორე ნახევრიდან ელოდება. შაბათის ეთერში სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატურას პოლიტიკური წარსული არ აქვს.