პაპუაშვილმა პრეზიდენტი "კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად" გამოაცხადა

07.10.24 11:39
პაპუაშვილმა პრეზიდენტი "კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად" გამოაცხადა

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტი "კონსტიტუციის დარღვევის "რეციდივისტად" გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ  "უნებართვო ვიზიტების" გარდა, ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას უკვე მეორედ იწყებენ.

პაპუაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი უნდა დარჩეს და არა ყოფილი პრეზიდენტის.

"ის უკვე გარკვეულწილად რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის. ერთი ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის როგორც ვნახეთ. მეორე- ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რაც ასევე გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა და მესამე - ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე არის დარღვევა და პრინციპი მეოთხე დარღვევაც არის, როდესაც ის საუბრობს რომ პრემიერმინისტრის კანდიდატი მან უნდა დაასახელოს.

კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. 

 

მსგავსი სიახლეები