საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ბოლო შანსი, რომ გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი - ნაცვლიშვილი
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ბოლო შანსი, რომ გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ჩანიშნულ საგანგებო განხილვას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს შანსი სწორედ მოახლოებული არჩევნებია, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა უთხრას უარი რუსულ ხელისუფლებას, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრი.
ძალიან მკაფიო და ნათელია, რომ ახლა, ამ განხილვის ჩანიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ბოლო შანსი, რომ გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი. და ეს შანსი არის 26 ოქტომბერი, რომ უარი თქვან რუსეთის მსახურ ხელისუფლებაზე, რომელმაც განზრახ გააჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და საქართველომ და ქართველმა ხალხმა რუსული ოცნების გარეშე გააგრძელოს სვლა და რაც შეიძლება სწრაფად, ახალი ხელისუფლების პირობებში, გადავიდეთ მოლაპარაკებაზე საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე ევროკავშირში, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ევროდეპუტატები მიიღებენ ახალ რეზოლუციასაც.