ემიგრანტების უპრეცედენტო მობილიზება არჩევნებისთვის - საკონსულო აღრიცხვაზე 145 ათას 925 მოქალაქე დადგა
ემიგრანტების უპრეცედენტო მობილიზება - ბოლო მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 ათას 925 მოქალაქე დადგა. აქედან მხოლოდ ერთ დღეში 3671 ემიგრანტი დარეგისტრირდა.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. პარალელურად, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ემიგრანტები ბრძოლას განაგრძობენ. ევროპის რამდენიმე ქალაქში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. მობილიზებაა სოციალურ ქსელშიც, იქმნება ჯუფები, სადაც ერთმანეთს ემიგრანტები უფასო დასარჩენ ადგილს და ტრანსპორტირებას სთავაზობენ.
ჩვენ, ემიგრანტები ვითხოვთ საარჩევნო უბნების გახსნას და არ შევეგუებით, რომ ცესკომ უარი გვითხრას ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე. გავიხსენით ყველგან, სადაც 50 ადამიანი შეიკრიბა, საარჩევნო უბნები, - ამბობს ემიგრანტი.
ფაქტობრივად, ჩამოგვართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გავიარეთ რეგისტრაცია, მივყევით ყველა იმ მითითებას, რაც ცესკომ გვითხრა, მაგრამ ყველაფერზე გვეთქვა უარი. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფო წესით გახსნან სტრასბურგში უბანი, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
ემიგრანტები ამბობენ, რომ თუი ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს და მათ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. აქციებზე, რომელიც ევროპულ ქალაქებში გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ თუ მათი ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ცესკო თავმდჯომარეც თანამდებობები უნდა დატოვონ.
თუ ცესკო კვლავაც გააგრძელებს კანონის დარღვევას, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც გააგრძელებს ამ კანონის უგულებელყოფას, მაშინ უნდა გადადგეს საგარეო საქმეთა მინისტრი, გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე, - განაცხადეს ემიგრანტებმა აქციაზე.