საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ისევ სოფელი სამებაა
სოფელ სამებასთან, დღეს რიგით მეოთხე მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა, სიმძლავრემ ამჯერად 3.9 მაგნიტუდია შეადგინა.
სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა. 14:15 საათზე, სოფელში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა 14:44 საათზეც.
09:43 საათზე, 3.9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.