მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება, ეს არის ქართული დემოკრატიის უდიდესი ტესტი - ლევან სანიკიძე

07.10.24 12:16
მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება, ეს არის ქართული დემოკრატიის უდიდესი ტესტი - ლევან სანიკიძე

"მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება, ეს არის ქართული დემოკრატიის უდიდესი ტესტი, მაგრამ ეს ინტერესი მხოლოდ საარჩევნო დღეს არ გულისხმობს", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას.

მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუპის ქვეშ, იმიტომ რომ ეს არის ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი ტესტი. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მხოლოდ საარჩევნო დღეს: წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში  ჩვენი მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით უფრო მკაფიო განცხადებებს მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ველით მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნებისადმი", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს, საღამოს, შეხვედრის დროს, რომელსაც ენმ-ის ლიდერები კარდენახში მართავდნენ, პარტიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” “ტიტუშკები” დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი, ვინც ჩხუბის დროს სერიოზულად დაზიანდა, ლევან მეტრეველია, რომელმაც სახის არეში მიიღო დაზიანება და აუცილებელი გახდა კლინიკაში მისი გადაყვანა. ამჟამად მეტრეველის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები