6 მაისის პარკი ივანიშვილის სამიზნე გახდა, არჩევნების შემდგომ, აქ 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება - ანთაძე

07.10.24 12:26
6 მაისის პარკი ივანიშვილის სამიზნე გახდა, არჩევნების შემდგომ, აქ 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება - ანთაძე

"ბათუმელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ, ივანიშვილის სამიზნე გახდა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდგომ პარკის ადგილზე 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება.

ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ, გახდა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე. ​ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც დგას კორუფციული ინტერესები.

ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა.

​ჩვენ ღიად ვაცხადებთ და გარანტიას ვაძლევთ ბათუმელებს, რომ ამ მზაკვრული მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ.

ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ:

ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ;

პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი;

აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები