საქართველოს პრეზიდენტის პირველი რეაქცია "ოცნების" ხელახალ იმპიჩმენტზე
პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტი - სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება თავიდან დაანონსა, ზურაბიშვილი ჟურნალისტებმა ათონელის სასახლესთან გადაიღეს, თუმცა სახელმწიფოს მეთაური მმართველი გუნდის შურისძიებას არც კი გამოეხმაურა.
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.