თუკი ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ, ჩემი გაწვევის საკითხი დააყენონ - ჰერჩინსკი კალაძის განცხადებაზე
კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და პრაქტიკულად, გაწვევით დაემუქრა, არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ დასავლეთის პოზიციის გაჟღერების ვალდებულება აქვს. საქმე მმართველი გუნდის საარჩევნო ბანერებს ეხება, რომელიც ჰერჩინსკიმ საბჭოთა კავშირის მსგავს ბანერებს შეადარა.
ელჩი მმართველ გუნდს ეუბნება, რომ თუკი ამის სურვილი გააჩნიათ, შეუძლიათ, მისი გაწვევის საკითხი დააყენონ.
პირველივე დღიდან ვთქვი, რომ სხვების განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. როგორც ევროკავშირის ელჩი ვალდებული ვარ, დასავლეთის პოზიცია გავაჟღერო. ამიტომ, განსაკუთრებულად ახლა, მოახლოებული არჩევნების პირობებში, ამ განცხადებას არ შევაფასებ. ზოგადად, პრაქტიკა არსებობს დეპლომატის გაწვევის. შეუძლიათ, ამ მოთხოვნის დაყენება, თუკი ამის სურვილი აქვთ, - ამბობს ჰერჩინსკი.