"ქართული ოცნება" აგონიაშია - მაია კოპალეიშვილი პრეზიდენტის ხელახალ იმპიჩმენტზე

07.10.24 13:49
"ქართული ოცნება" აგონიაშია - მაია კოპალეიშვილი პრეზიდენტის ხელახალ იმპიჩმენტზე

"ქართული ოცნება" აგონიაშია - ასე ეხმაურება მაია კოპალეიშვილი, პრეზიდენტის ხელახალ იმპიჩმენტზე მმართველი პარტიის განცხადებას. 

კოპალეიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში, პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დროს პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო, პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების უკან არჩევნების წაგების შიში იმალება.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი პროცედურების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის უკვე ხელახალ წამოწევაზე პარლამენტის შესაბამისი ჯგუფი არ არის უფლებამოსილი. 

"ქართული ოცნება" არის აგონიაში. ისინი ხედავენ, რომ აგებენ ამ არჩევნებს და შესაბამასად, ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სხვა თემებზე. ერთხელ უკვე განიხილა იმავე საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლომაც და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და ახლა უკვე იმავე საფუძვლით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წამოწევაზე უკვე უფლებამოსილი არ არის პარლამენტის შესაბამისი ჯგუფი. საკონსტიტუციო სასამართლო, თუკი ვთქვათ, აი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გააქტიურდება, ეს კიდევ ერთხელ დამადასტურებელის აფუძველი იქნება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის ქვეყანაში", - ამბობს მაია კოპალეიშვილი. 

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

 

მსგავსი სიახლეები