იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განათლებული თაობა გვყავდეს, აუცილებელია, არჩევნებში ,,ოცნებამ" გაიმარჯვოს - ჩხენკელი

17.08.21 19:03
იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განათლებული თაობა გვყავდეს, აუცილებელია, არჩევნებში ,,ოცნებამ" გაიმარჯვოს - ჩხენკელი

იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განათლებული თაობა გვყავდეს, აუცილებელია არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს - ეს განცხადება განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ეკუთვნის. 

როგორც ჩხენკელმა აჭარაში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოების განვითარებისთვის.

შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად, გაიმარჯვებს", თქვა ჩხენკელმა.