კალაძე ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობას აბსურდს უწოდებს

07.10.24 13:50
კალაძე ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობას აბსურდს უწოდებს

"ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი გუნდი და სწორედ ის მოვა ხელისუფლებაში.

კალაძის მტკიცებით, “რაღაცებს იგონებენ, რადგან მათ ქვეყნის მოსახლოებისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ.“

ესეც ჩვეულებრივი სისულელეა, რადგან სათქმელი აღარაფერი აქვთ ქვეყნის მოსახლოებისთვის და რაღაცას მოიგონებენ,  დაჯდებიან, დაავალებენ და ამ სისულელეს აჟღერებენ. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააჟღერებინეს უცხოელებმა ეს განცხადება, რაც არის აბსურდი, არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი და ის მოვა ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით, კონსტიტუციური უმრავლესობით“,- განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს. ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეტაპობრივად შეხვდება და შეეცდება მათთან ერთად დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა და მოისმინოს მათი აზრი, პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები