რატომ არის "ოცნების" სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ უსაფუძვლო? - თამარ ჩუგოშვილის განმარტება

07.10.24 15:07
რატომ არის "ოცნების" სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ უსაფუძვლო? - თამარ ჩუგოშვილის განმარტება

თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პრეზიდენტის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დროს იცავდა განმატავს, რატომ არის უსაფუძვლო "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი.

ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ეს ვერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს პარტიებთან კონსულტაციების უფლება შეზღუდული არ აქვს. 

პრეზიდენტის განცხადება პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა სამართლებრივი პროცესის. სამართლებრივი პროცესი არის შემდეგი - ახლადმოწვეული პარლამენტი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც მოხდება, ერთ-ერთი პირველი, რასაც გააკეთებს, დაიწყებს პრემიერ-მინისტრისთვის და შესაბამისი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას. ამ პროცედურაში, პარტიები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილნი, დღეისთვის ოპოზიციური პარტიები, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ პრეზიდენტთან გაიარონ კონსულტაციები კანდიდატის წარდგენის დროს, გაივლიან და შესაბამისად, დაასახელებენ იმ კანდიდატურას, რომელსაც ასევე ექნება პრეზიდენტის მხარდაჭერა. ეს არის და ეს. სამართლებრივ ჭრილში ამის გადატანა არის სრული აბსურდი. თუ მოსაზრება პრეზიდენტისა, რომ მას სურს, რომ კონსულტაციები გაიაროს ოპოზიციურ პარტიებთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ პირველი კოალიციური მთავრობა გველის ჩვენ არჩევნების შემდეგ და კრიზისში არ შევიდეთ, ამის გამო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, პრეზიდენტის ამოცანა ხომ ეს არის, იმიტომ, რომ პირველი კოალიციური მთავრობა გველის, ეს ნიშნავს, რომ რთული იქნება პოლიტიკურად ამ ყველაფრის დალაგება და შესაბამისად, მას სურს, რომ კრიზისის გარეშე გადავიტანოთ ეს პროცესი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი მოტივაცია, ხოლო მაკრონთან, შოლცთან და სხვებთან შეხვედრების მოტივაცია არის, რომ სთხოვოს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში. ამ ორი რაღაცის გამო მეორედ უჩივიან საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

 

მსგავსი სიახლეები