"ოცნება" არა მხოლოდ პრეზიდენტს უჩივის, არამედ ამით, ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს ასამართლებენ - აქუბარდია

07.10.24 15:22
"ოცნება" არა მხოლოდ პრეზიდენტს უჩივის, არამედ ამით, ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს ასამართლებენ - აქუბარდია

გახარიას გუნდის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით, "ოცნება" არა მხოლოდ პრეზიდენტს უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ამით, ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს ასამართლებენ.

აქუბარდია მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების უკან შიშს კითხულობს და ამბობს, რომ, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტს დეკემბერში ვადა ეწურება, "ოცნების" ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება და კიდევ უფრო აჩვენებს მათი გარდაუვალი მარცხის პროგნოზს.

მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი სისუსტის და შიშის გამოვლინებაა. შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნბეის" მხრიდან მორიგად წარუმატებელი მარცხის თავიდან დაწყება, მითუფრო მაშინ, როდესაც კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს უჩვიან, არამედ ასამართლებენ ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ევროკავშირში მიჰყავთ ქვეყანა, შესაბამისად მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტს დეკემბერში ვადა ეწურება, კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება და აჩვენებს მათი გარდაუვალი მარცხის პროგნოზს", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

მსგავსი სიახლეები