26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს ივანიშვილის ხელისუფლებას - პეტრე ცისკარიშვილი

07.10.24 15:29
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს ივანიშვილის ხელისუფლებას - პეტრე ცისკარიშვილი

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს ივანიშვილის ხელისუფლებას - ასე ეხმაურება "ერთიანობა- ნაცილნალური მოძრაობის" ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახაი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. 

ცისკარიშვილის თქმით, ახლა, აუცილებელია, რომ არჩევნებზე თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული. 

სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი იმპიჩმენტს გამოუცხადებს "ოცნების" რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლებში. ამიტომ აუცილებელია და ახლა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

მსგავსი სიახლეები