„ჩვენი ქვეყნები დემოკრატიის გამოცდისთვის ემზადებიან" - სანდუ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
სანდუმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისკენ სწრაფვაში.
ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან მოლდოვაც და საქართველოც დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ სწრაფვაში"- წეს სანდუ.