“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სვანეთში, ლენძერის ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ

07.10.24 16:06
“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სვანეთში, ლენძერის ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დღეს სვანეთში ჩავიდნენ, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის ლენძერის ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ.

პირველი პარაკლისი, მერვე საუკუნეში აშენებულ ტაძარში, მამა ბასილიმ ჩაატარა. ეს ის უძველესი ეკლესიაა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერით აღადგინეს.

ერთმა ლენჯერელმა ქალბატონმა გვთხოვა, მე-7 - მე-8 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დანგრეული ტაძრის აღდგენა, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. სანდრო მერლანის და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით, ეს ნატვრა ავუსრულეთ და ტაძარი დღეს უკვე მოქმდებაშია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები