საქართველოს მოქალაქეები უკვე მესამე დღეა, ქაბულს ვერ ტოვებენ
საქართველოს მოქალაქეები უკვე მესამე დღეა, ქაბულს ვერ ტოვებენ. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში 23 ყოფილი სამხედრო ისევ საქართველოს ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია. ქაბულის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ აეროპორტამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
როდის დაბრუნდებიან ყოფილი სამხედროები სამშობლოში? ქაბულში მყოფი სამხედროები ამ კითხვაზე პასუხს ამ დრომდე ვერ იღებენ. არ იციან, როგორ, ან როდის დატოვებენ ავღანეთს და ისევ მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის, დახმარების მოლოდინში არიან. სპეციალისტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ საქართველოს დიპლომატიური უწყება არაეფექტურად მუშაობს.