ექსკლუზივი: "პირველებმა" საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც EU-ს ლიდერებმა უნდა განიხილონ
ექსკლუზივი: "პირველებმა" მოიპოვა საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა 17-18 ოქტომბერს საქართველოზე მსჯელობისას უნდა განიხილონ. ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მაგიდაზე უდევს უმწვავესი შეფასებები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნაბიჯებზე.
„მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას დე ფაქტო გაჩერებას" - წერია დოკუმენტში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ქართველი ხალხი სარგებლობს ევროგაერთიანების უპირობო მხარდაჭრით.
გარდა ამისა, ბრიუსელი ივანიშვილის პარტიისგან მოითხოვოს, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, სადაც ადამიანების ნება იქნება ასახული - ზეწოლის, დაშინების და ზემოქმედების სხვა ბერკეტების გამოყენების გარეშე.
ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
ევროპული საბჭო იხსენებს, რომ არსებული მოქმედების კურსის შეუქცევად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაჩერებას. იგი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
ევროპული საბჭო მოელის საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოს რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზას", - წერია დოკუმენტში.