"ოცნება" "ტვ პირველს, "მთავარ არხს" და ფორმულას" ისევ უჩივის - კომუნიკაციების კომისიის სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება

07.10.24 17:27
"ოცნება" "ტვ პირველს, "მთავარ არხს" და ფორმულას" ისევ უჩივის - კომუნიკაციების კომისიის სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება

"ოცნება" საარჩევნო კლიპის, (სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების კადრებია), ეთერში არგაშვების გამო "ტვ პირველს, "მთავარ არხს" და ფორმულას" ისევ უჩივის -  კომუნიკაციების კომისიის სხდომა 9 ოქტომბერს გაიმართება.

დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი უკვე ჩაბარდათ. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-11  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2024 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე,  გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) სხდომა (კომისიის სხდომის სამუშაო დრო: 18:00 საათამდე), სადაც განიხილება საკითხი - შპს „მთავარი 
არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველისა“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი.

გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში  წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ საქმის მასალებს, მოითხოვოთ საქმეში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები", - წერია დოკუმენტში. 

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კლიპში უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.  

"ოცნების" ბანერებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, "სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" უწოდა.

"ტვ-პირველმა" "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.

მსგავსი სიახლეები