"კობახიძეს ეს დანიგანისთვის არ უთქვამს" - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
"ოცნება" უარყოფის რეჟიმზე გადავიდა - მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ ირაკლი კობახიძეს ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანისთვის არასდროს უთქვამს, რომ "ამერიკელი დიპლომატი წითელ ხაზს მიუახლოვდა".
ქალბატონ დანიგანისთვის ეს ბატონ კობახიძეს არ უთქვამს. კონტექსტი იყო იქ კონკრეტულად შტატებთან მიმართებაში და ამ კონტექსტის წინაპირობა იყო ის, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნები დაასანქცირეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ირაკლი კრიცხალია კი ამტკიცებს, რომ პრემიერის განცხადებაში "პიროვნებებზე საუბარი არ ყოფილა". "ალბათ უფრო კარგად უნდა მოუსმინოს პრემიერს" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
ირაკლი ზარქუა კი დანიგანის მხილებას თავდასხმის [პასუხობს და საელჩოების ვებ-გვერდებს "კოლექტიურ ნაცმოძრაობისგან" მართულად მოიხსენიებს.
მე მაინტერესებს ამერიკის ელჩს ვკითხო, დაიბრუნა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა თუ ისევ "ნაცებს" აქვთ? რომ შეხვიდე ზოგიერთი საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გგონია, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აქვს დაქირავებული მათი საიტები. შეხედეთ, ქარდებით ლაპარაკი, თან დემოკრატიაზე გველაპარაკებიან იქ, სადაც თავიანთ ქვეყანაში დიდი პრობლემები აქვთ.
საქართველოში ამერიკის ელჩმა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში პირველად ყმოყვა, რა ვითარებაში გადაწყვიტა თეთრმა სახლმა გაეუქმებინა ირაკლი კობახიძისთვის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა.
რობინ დანიგანი ამბობს, რომ შტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი "წითელ ხაზებს უახლოვდება". ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა.