პრინციპებზე ვთანხმდებით - როგორ აფასებენ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრას
პრეზდენტის სასახლეში კონსულტაციების პირველი დღე დასრულებულია - სალომე ზურაბიშვილი კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერებს შევხდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ დროებითი მთავრობის ფორმირებას და პრემიერის შერჩევას, არამედ საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიასა და გარემოზე.
კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დასახელებული არ ყოფილა ქარტიით გათვალისწინებული გარდამავალი მთავრობის შემადგენლობა, ან რომელიმე კონკრეტული გვარი და მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მხოლოდ პრინციპებზე მიმდინარეობს.
მათივე თქმით, სრული თანხვედრა აქვთ პრინციპულ საკითხებზე და კონსულტაციები გაგრძელდება.
26 ოქტომბერს, როდესაც “ოცნება“ ვერ წაიყვანს ქვეყანას საბჭოთა კავშირისკენ, არამედ გადავდგამთ ძალიან დიდ, გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, აუცილებლობაცაა და ვალდებულებაც, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე , რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი.
ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი . ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც მიზანს, ისტორიულს დაახლოვებს. არც ერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი",- თქვა ნიკა მელიამ.
დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს ზურა გიჩი ჯაფარიძეც, თუმცა"ქართულ ქარტიაში" შემავალ საკითხებზე პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციას დადებითად აფასებს.
შეთანხმება, იმაზე, რომ სრულად აპარტიული იქნებოდა, არ ყოფილა, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო კონსესუსით, პრეზიდენტთან ერთად და იქ უნდა ყოფილიყო ტექნოკრატიული მთავრობა, სადაც შეიძლება იყვნენ პარტიების წარმომადგენლებიც და ასევე ის ხალხიც, ვისაც პარტიებთან შეხება არ ჰქონიათ. ის, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი, ზღაპარია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
"არანაირი გვარების განხილვა, კულუარული მსჯელობა არ ყოფილა, პრინციპებზე ვთანხმდებით" - ამბობს ელენე ხოშტარია და იმ პასუხისმგებლობებზე საუბრობს, რომელიც მხარეებს აკისრიათ.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დ პრეზიდენტი ამას ძალიან კარგად უმკლავდება და ასრულებს, რომ ცვლილება იყოს ცხადი, მშვიდი, სტაბილური და “ოცნების“ წასვლას რყევა არ მოყვეს“,- დასძინა მან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო.
რამდენიმე პარტიაში უკვე ღიად თქვეს, რომ კონსულტაციებზე მივლენ, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია.