ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა - სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის განცხადებას დღეს 19:00 სთ-ზე გააკეთებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზავნილებს გააჟღერებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგიდან.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო.