ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებიდან 6 უკვე სამშობლოშია
ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებიდან 6 ადამიანი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მათი სამშბოლოში ჩამოყვანა უნგრული ბორტით განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ავღანეთის დედაქალაში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუირების საკითხზე აქტიურად მუშაობს.