ესენი არიან მოღალატეები, დამნაშავეები, ქვეყანა გაყიდეს და არ უნდა შერჩეთ - გია ბუღაძე
არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს - “ჩემი ხმა ევროკავშირს“ სამოქალაქო საზოგადოების წევრები უერთდებიან და მოუწოდებენ მოსახლეობას, ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
„რასაც ესენი აკეთებენ არის საშინელება და არ უნდა შერჩეთ“ - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე და დასძენს, რომ “ხალხი გაბრაზებულია, რადგან სულ სხვა რამეს ელოდნენ და 12 წელი დააკარგვინეს.“
რამდენიც ვიქნებით, მათ წინააღმდეგ ხმას მივცემთ 10-ჯერ და 100- ჯერ მეტი, ასე რომ, ნუ იფიქრებენ, რომ გამოვიდა 100 ათასი, 200 ათასი, 300 ათასი და მხოლოდ ისინი მისცემენ ხმას. არა, ბევრად მეტნი ვართ, ბევრად უფრო გაბრაზებულები, რადგან რასაც ესენი აკეთებენ არის საშინელება და არ უნდა შერჩეთ. ესენი არიან მოღალატეები, დამნაშავეები, ქვეყანა გაყიდეს და არ უნდა შერჩეთ. ჩვენი ნება ბევრად უფრო ძლიერია, ჩვენ ვართ აღშფოთებულები, გაბრაზებულები და ნაწყენები იმ გაგებით, რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ სულ სხვა რამეს ველოდით, 12 წელი, ფაქტობრივად, დაგვაკარგინეს“,- ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ - “ჩემი ხმა ევროკავშირს“ 20 ოქტომბერს, თბილისში მარში, სახელად - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დააანონსა.
ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.