"ნუ არღვევთ ჩვენს უფლებებს" - იტალიის ქალაქ ლეჩეში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ
ამ წუთებში იტალიის ქალაქ ლეჩეში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ - ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ დამატებითი უბნების გაუხსნელობით მოქალაქეების კანონიერი უფლება ირღვევა.
იტალიის ქალაქ ლეჩეში კანონით გვეკუთვნის საარჩევნო უბნის გახსნა. ნუ არღვევთ ჩვენს უფლებებს, ნუ არღვევთ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს", - ამბობენ ადგილზე მისული ემიგრანტები.