გიორგი ვაშაძე - მთელი მსოფლიო დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვამარცხებთ ივანიშვილს და ყველა ერთად მივდივართ ევროპისკენ
“ყველა სოფელში იქნება წყალმომარაგება, იქნება გზა, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ცხოვრება.”- ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მარნეულში, სოფელ აღმამედლოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირისგან მოზიდული 14 მილიარდი ყველა სოფლის განვითარებას მოხმარდება.
დღეს მთელი მსოფლიო დგას ჩვენს გვერდით. აქ შეკრებილი ყველა ადამიანი ირჩევს ევროპულ მომავალს.
ჩვენ ვირჩევთ 14 მილიარდს, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, რომელიც უნდა მოხმარდეს სოფლებს, ქალაქებს. ყველა სოფელში იქნება წყალმომარაგება, იქნება გზა.
იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ცხოვრება.
1000 ლარიანი პენსია რეალურია და რაც შეიძლება სწრაფად იქნება.
1-ლი დეკემბრიდან ყველა პენსიონერს უსამართლოდ მაღალი ვალები ჩამოეწერება.
განულდება ჯარიმები და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ივანიშვილსა და “ ქართულ ოცნებას”, რომელსაც ამ ქვეყანაში, სიღარიბე და უბედურება მოაქვს.
თქვენ, ყველას ძალიან მალე გექნებათ ევროკავშირის პასპორტი, რომელიც ყველაზე დაცული პასპორტია მსოფლიოში.
ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ექნებათ ნორმალური განათლების მიღების საშუალება.
ამ რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა საბავშვო ბაღების, ყველა სოფელში ავაშენბთ საბავშვო ბაღებს.
იქნება ამბულატორიები და იქნება განვითარება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თავი ღირსეულად იგრძნოს.თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მუდამ სწორ არჩევანს აკეთებთ.
5 ნომერი ამარცხებს “ ქართულ ოცნებას”.
ჩვენ ვამარაცხევთ ბიძინა ივანიშვლს და ყველა ერთად მივდივართ ევროპისკენ, ევროპული განვითარებისკენ, წინსვლისკენ.ეს არის ის გზა, რომელიც სრულიად საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს.
26 ოქტომბრამდე ძალიან ცოტა დარჩა და ეს 12 წლიანი ჭაობი წარსულს უნდა ჩავაბაროთ. საქართველო დგას ერთად და ამ ერთიანობას ვერავინ ვერ დაამარცხებს. 5 ნომერი არის ის, რაც იმარჯვებს 26 ოქტომბერს.”-განაცხადა ვაშაძემ