"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს - ივანიშვილის გუნდი ზურაბიშვილს კვლავ გადაყენებით ემუქრება

07.10.24 20:00
"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს - ივანიშვილის გუნდი ზურაბიშვილს კვლავ გადაყენებით ემუქრება

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს - ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილის ისევ გადაყენებით ემუქრება.

"ოცნებამ" ქვეყნის მთავარსარდალს ევროკავშირის ხუთ ლიდერთან შეხვედრა და მათგან გარანტიების მიღება ვერ აპატია, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება პროდასავლური კურსით, "ქართული ოცნების" გამო გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი სწრაფად აღდგება.

რა სურს მმართველ პარტიას იმპიჩმენტის თავიდან წამოწყებით? სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ისედაც ეწურება. ივანიშვილის გუნდს კი უნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭოს.

რა საერთაშორისო რეზონანსი მოყვა ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაანონსებულ კიდევ ერთ იმპიჩმენტს ?-ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები