პრეზიდენტთან კონსულტაციების პირველი რაუნდი - პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმება უკვე არსებობს

07.10.24 20:20
პრეზიდენტთან კონსულტაციების პირველი რაუნდი - პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმება უკვე არსებობს

პრეზიდენტთან კონსულტაციების პირველი რაუნდი და პირველი შედეგი - პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმება უკვე არსებობს. პრეზიდენტის გეგმა მისაღებია კოალიცია "ცვლილებისთვის", რომლის ლიდერებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

პრეზიდენტი პროდასავლურ პარტიებს იმ გარანტიებს აცნობს, რომელიც ევროპიდან ჩამოიტანა და სთავაზობს არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების სქემას.

კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტმა ახალი პრემიერობის კანდიდატად აპოლიტიკური პირი შეარჩია.

ათონელის რეზიდენცია ყურადღების ცენტრში მინიმუმ  შემდეგი ორი დღის განმავლობაში იქნება. ზურაბიშვილი სასახლეში ელოდება "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ყველა პარტიას.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები