"მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს" - "პირველების" ხელშია ევროპული საბჭოს სამიტის დოკუმენტი

07.10.24 20:25
"მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს" - "პირველების" ხელშია ევროპული საბჭოს სამიტის დოკუმენტი

"საქართველოს მთავრობის არსებული კურსი შეუქცევად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაჩერებას" - ეს ჩანაწერი ევროპული საბჭოს სამიტის დოკუმენტში ჩაიწერა.

"პირველების" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს, პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ქმედებები ყველაფერ ევროპულს ეწინააღმდეგება.

ევროპული საბჭო იხსენებს, რომ არსებული მოქმედების კურსის შეუქცევად საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაჩერებას. იგი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად", - წერია დოკუმენტში. 

ბრიუსელი "ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებას სთხოვს. "პირველების" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ლიდერები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს წყვეტენ, პირდაპირ წერენ, რომ არჩვები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს და აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება.

რა წერია დოკუმენტში, რომელიც ევროგაერთიანებამ უნდა განიხილოს? - ინა ცარციძეა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები