პარტიული იუბილე ერთი კვირის დაგვიანებით - "ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის წლისთავს 1 ოქტომბრის ნაცვლად დღეს აღნიშნავს

07.10.24 20:24
პარტიული იუბილე ერთი კვირის დაგვიანებით - "ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის წლისთავს 1 ოქტომბრის ნაცვლად დღეს აღნიშნავს

გადადებული იუბილე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის გარეშე. გადამწყვეტ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ივანიშვილმა და პარტიის თავმდჯომარემ უარი თქვეს დასწრებოდნენ საკუთარი პარტიის პროგრამის პრეზენტაციას.

პირველად "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის წლისთავს 1 ოქტომბრის ნაცვლად, დღეს, 7 ოქტომბერს აღნიშნავს. ამ წუთებში მმართველი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. პარტიული ღონისძიებისთვის საჯარო მოხელეების ტრადიციული მობილიზებაა.

რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას ხალხისთვის გადამწყვეტ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე? - ხატია სამხარაძე იმყოფება "ოცნების" შეკრებაზე და ის აგრძელებს პირდაპირ ეთერში საუბარს.

მსგავსი სიახლეები