სანქციების მძიმე შედეგი ყოველ დღე ახალ მასშტაბზე გადის - საქართველოდან დიდ ბრიტანეთში გადარიცხვები რთულდება
სანქციების მძიმე შედეგი ყოველ დღე ახალ მასშტაბზე გადის - საქართველოდან დიდ ბრიტანეთში გადარიცხვები რთულდება. თუ მოქალაქეები სპეციალურ შემოწმებას არ გაივლიან, ტრანზაქციას ვერ შეასრულებენ.
ლარი რეკორდულ დროში უფასურდება, რაც ბიზნესისთვის მძიმე ტვირთია. ეროვნული ბანკი დუმს. ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარების ნაცვლად დასანქცირებული პირების დაცვის რეჟიმზეა გადასული.
შს სამინისტროს დასანქცირებულ მაღალჩინოსნებს რომ ბანკები ემსახურებიან, ეს უკვე ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა. მინისტრი ერთს ამტკიცებს, მაგრამ სანქცირებულების მომსახურება ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების გვერდის ავლაა, რაც ქვეყანას იზოლაციის საფრთხის ქვეშ აყენებს.