ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ

07.10.24 20:09
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ

გადამწყვეტ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. 

ეს ის ღონისძიებაა, რომელიც როგორც წესი, ყოველ წელს პირველ ოქტომბერს იმართება ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს ღონისძიება, როგორც "ოცნებაში" ამბობენ, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

თუ რა გახდა მიზეზი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიულ ღონისძიებაზე არ გამოცხადების, ამ დროისთვის უცნობია. 

მსგავსი სიახლეები