საყოველთაო მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის - თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან

07.10.24 20:36
საყოველთაო მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის - თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან

საყოველთაო მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის - თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 20 ოქტომბერს დედაქალაქის ქუჩებში გამოვა ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ევროპულ მომავალს სხვა ალტერნატივა არ აქვს. მსვლელობა დაგეგმილია ორივე სანაპიროდან, რომელიც ბოლოს თავისუფლების მოედანზე დასრულდება. 

ეს მარში იქნება ქართველი ხალხის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა. ათასობით ადამიანი ქუჩაში მხოლოდ ერთი მიზნით გამოდის - უთხრას უარი "ოცნებას" და რუსეთს და მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები