გვიწევს ჩვენი გადარჩენისთვის და მოღალატე ხელისუფლების გადარჩევისთვის ბრძოლა - ხერხეულიძე

07.10.24 21:20
გვიწევს ჩვენი გადარჩენისთვის და მოღალატე ხელისუფლების გადარჩევისთვის ბრძოლა - ხერხეულიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე "ქართულ ოცნებას" მოღალატეობრივ ხელისუფლებას უწოდებს და მმართველ პარტიას ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ქვეყნის საგარეო კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს არ დამდგარა. 

არასდროს საქართველოში არ დამდგარა დამოუკიდებლობის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ საგარეო კურსი, ამიტომ ჩვენ არ გვიწევს ახლა პლატფორმების და რაღაც პოლიტიკური პროგრამები შეჯიბრება, ჩვენ გვიწევს ახლა სრულიად სხვა ბრძოლაში შესვლა. ეს არის ჩვენი გადარჩენა და 12-წლიანი ღალატის შემდეგ ამ მოღალატე ხელისუფლების გადარჩევა. მე თუ მკითხავ, ამ ბრძოლის ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ და ამიტომ განსხვავდება ყველა წინა არჩევნებისგან. მე მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ახლახან აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილის რუსული ბუნება, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ"  12 წელია იცის, მის მერე, რაც მისი პირველი განცხადება 2011 წელს გახდა საჯაროდ ცნობილი", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

მსგავსი სიახლეები