"ოცნებისთვის" პრეზიდენტი ყველაზე დიდი სამიზნე და ნერვების მოშლის მიზეზია - ბესელია

07.10.24 21:52
"ოცნებისთვის" პრეზიდენტი ყველაზე დიდი სამიზნე და ნერვების მოშლის მიზეზია - ბესელია

"ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელმოერედ დაწყებულ იმპიჩმენტს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია "კომიკურს" უწოდებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული პროევროპული ნაბიჯები მმართველი პარტიისთვის გამაღიზიანებელია.

"ოცნებისთვის" პრეზიდენტი ყველაზე დიდი სამიზნე და ნერვების მოშლის მიზეზია" - აღნიშნავს ბესელია.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის მთავარსარდლის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე ვერ მიიყვანს, რადგან ეკა ბესელიას განმარტებით, მმართველ პარტიას ამის "ძალა არ შესწევს".

ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ შეტევა, თუმცა ცალკე აღებული  ეს მოტივაცია არის იმიტომ, რომ  პრეზიდენტი დიდი ხანია მათთვის არის ყველაზე დიდი სამიზნე და ყველაზე დიდი ნერვების მოშლის მიზეზი. ამას ვერ მალავენ, მაგრამ მეორეს მხრივ, რომ დავაკვირდეთ, პირველ შემთხვევაში, როდესაც წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს უკავშირდებოდა პრეზიდენტის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. ზუსტად იგივე კონტექსტია ახლაც, იმ პირველ ჯერზე პრეზიდენტის დიდი დამსახურებაც იყო, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ამას მოჰყვა იმპიჩმენტის პროცედურა. არც კი დამალეს, რომ საფრანგეთის და გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირველ პირებს შეხვდა მაშინ პრეზიდენტი, ეს იყო იმპიჩმენტის მიზეზი. ახლა გერმანიის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკავშირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. მათთან შეხვედრების შემდეგ ამბობენ ,რომ ფორმალურად დავიწყებთ, თუმცა ვერ დამალეს ისიც, რომ ამ პროცესს ვერ მიიყვანენ ბოლომდე, არ შესწევთ ამის ძალა", - ამბობს ბესელია.

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

მსგავსი სიახლეები