"ოცნება" ადგას დამარცხების გზას - ბუაძე

07.10.24 22:22
"ოცნება" ადგას დამარცხების გზას - ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას უანონსებს - როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, 26 ოქტომბერს მმართველი პარტია ლეგიტიმაციას დაკარგავს.

ამასთან, საბა ბუაძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში საქართველოს სკოლებში არსებულ სიტუაციას "უმძიმეს პრობლემად" აფასებს და ამბობს, რომ სკოლებში შექმნილი რთული მდგომარეობა ივანიშვილის კორუმპირებულმა ხელისუფლებამ განაპირობა.

ძალიან ცხადი არის მათი ყველა მიმართულებით გაკოტრება, მათ ყოველდღიურად ეტყობათ ეს პანიკა. ეს ძალა ადგას დამარცხების გზას, სრულიად ლეგიტიმურად და გასაგებად და ამას გამოსჭვივის თითოეული მათი ნაბიჯი და განცხადება.

ეს არის დანაშაულების და გულგრილობის შედეგი, ასეთი სკოლა დღეს არის 40-მდე მთლიანად. ნაძალადევში უმძიმესად დგას ეს პრობლემა, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ერთადერთ კომპანიას აძლევენ ტენდერს.  შპს ''დაგი''  რომლის სამივე დამფუძნებელი არის ''ქართული ოცნების'' შემომწირველი", - ამბობს საბა ბუაძე.

ცნობისთვის, 83-ე და 10-ე საჯარო სკოლასთან შეკრებილი სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლების დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ.

83-ე საჯარო სკოლა ის დაწესებულებაა, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტში მოყვა და წესით ახალი შენობა უნდა აეშენებინათ, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებდნენ.

შენობის ნაცვლად, უკვე ოთხი წელია ადგილზე ნანგრევებია. მოზარდებს კი განათლების მიღება სახლებისგან მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც დამატებით პრობლემებსაც ქმნის.

მსგავსი სიახლეები