გორში, ივანიშვილის განცხადება შეურაცხმყოფელი იყო, რამაც საზოგადოებაში ბრაზი და მიუღებლობა გააჩინა - მარგველაშვილი
გორში, ბიძინა ივანიშვილის მიერ "ოსი და-ძმებისთვის" ბოდიშის დაანონსებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეურაცხმყოფელ განცხადებად აფასებს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში ბრაზი და მიუღებლობა გააჩინა.
პირველად ამ წლების განმავლობაში, მე ვნახე გაბრაზება და მზაობა იმის, რომ შეურაცხყოფას, რომელიც განსაკუთრებით მოვიდა გორში ივანიშვილისგან ბოდიშის შემდეგ, ამაზე რეაქცია არის ძალიან ნათელი. რამდენად ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, თითოეულ ოჯახში არის ადამიანი, რომელმაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ადამიანის სახელი ყოველთვის იყო აქტიური ამ ადამიანებში, ეს იყო შეურაცხყოფა, რომელმაც გააჩინა ბრაზი, მიუღებლობა, კითხვა საკუთარი თავის მიმართ, რომ მზად ვარ მე, როგორც ქართველმა, რომ მოვითმინო ეს შეურაცხყოფა? ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს", - ამბობს მარგველაშვილი.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.
"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.