საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა სამართლებრივს - კონსტიტუციონალისტი
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოაქვს.
კოტე ჩოკორაიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობას პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტთან დაკავშირებული განაჩენი ცხადყოფს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო წლების საქმიანობა, იმპიჩმენტთან დაკავშირებული წინა გადაწყვეტილება გვეუბნება იმას, რომ საკონსტიტუციო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა სამართლებრივს. ძალიან მყარი სამართლებრივი პოზიცია ვნახე იმ სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრში, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურებას", - ამბობს კოტე ჩოკორაია.
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.