"ოცნებას" ზურაბიშვილის სახით მაღალწონიანი მოწინააღმდეგე ჰყავს - კაჭკაჭიშვილი

07.10.24 23:35
"ოცნებას" ზურაბიშვილის სახით მაღალწონიანი მოწინააღმდეგე ჰყავს - კაჭკაჭიშვილი

"საქართველოს ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილის სახით მაღალწონიანი მოწინააღმდეგე ჰყავს" - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა "პირველი ხაზის" ეთერში განაცხადა.

სოციოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარსარდლის ბოლო დროინდელი აქტივობები "ქართულ ოცნებაში" მღელვარებას იწვევს.

ამასთან, იაგო კაჭკაჭიშვილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელმეორედ დაწყებულ იმპიჩმენტსაც ეხმაურება და ფაქტს შურისძიებად აფასებს. 

პრეზიდენტის აქტიურობა პირდაპირ, ღიად მიმართულია ''ქართული ოცნების'' წინააღმდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მაღალწონიანი მოწინააღმდეგე ხელისუფლებას, ''ქართულო ოცნებას'', მთავრობას ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით. ეს ძალიან ანერვიულებს ხელისუფლებას, უკვე კარგა ხანია. სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი აქტივობები კიდევ უფრო მეტად უშლის ნერვებს ხელისუფლებას. მას უნდა, რაღაცნაირი რეაგირება ამაზე.  იმპიჩმენტი უნდა განვიხილოთ ასეთი რეაგირების, შურისძიების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ფუჭი გასროლა", - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

მსგავსი სიახლეები