"ქართულმა ოცნებამ" ქალებს ომი გამოუცხადა - მეტრეველი

08.10.24 00:01
"ქართულმა ოცნებამ" ქალებს ომი გამოუცხადა - მეტრეველი

"ქართული ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახლა დაწყებულ იმპიჩმენტს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი აფასებს და "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ვანიშვილის გუნდი ქალებს ებრძვის. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველმა პარტიამ წლების განმავლობაში საზოგადოებაში ზიზღი და სიძულვილი გააღვივა, ახლა კი დეა მეტრეველის განმარტებით, "ქართული ოცნება" სწორედ იმას იმკის, რაც დათესა.

ვგრძნობთ, როგორ იშლება ნელ-ნელა ''ქართული ოცნება''. ეს ძალიან კარგად იკითხება, "ოცნების" ლიდერების ჰაბიტუსებზე. ესენი არ არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ასხივებენ ძალას, ენერგიას, პოზიტიურ გზავნილებს. მათ არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი და გეგმა. მათ თესეს ზიზღი, სიძულვილი, დაპირისპირება. ისინი ებრძვიან ქალებს. მეორე შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე. ''ქართულმა ოცნებამ'' ომი გამოუცხადა ქალებს, ოჯახებს, ჩვენს შვილებს. ქალები, დედები ამ არჩევნებზე გავისტუმრებთ ''ქართულ ოცნებას''. რუსულ რეჟიმს ქალი ამომრჩევლები დავასრულებთ", - ამბობს დეა მეტრეველი.

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

მსგავსი სიახლეები