ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

08.10.24 10:14
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დღეს იმსჯელებენ - განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.

განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.

ცნობილია, რომ ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ.

რეზოლუციის შესახებ დებატები ბრიუსელის დროით დაახლოებით 5 საათზე გაიმართება, კენჭისყრა კი 9 ოქტომბერს ჩატარდება.

"პროდემოკრატიული პროტესტების უხეში დარბევისა და მოსკოვის სტილის კანონის საპასუხოდ, რომელიც დასავლეთიდან დაფინანსებულ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" აცხადებს, ბოლო თვეებში ევროკავშირმა საქართველოს განაცხადი ფაქტობრივად თაროზე გადადო

თუ ქართული ოცნება მომავალ არჩევნებს დიდი უმრავლესობით მოიგებს, კრიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ახლანდელი მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება". - წერია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები