ევროკავშირმა და ამერიკამ "ოცნებასთან" და ივანიშვილთან ურთიერთობა დაასრულა - ვაშაძე

08.10.24 11:52
ევროკავშირმა და ამერიკამ "ოცნებასთან" და ივანიშვილთან ურთიერთობა დაასრულა - ვაშაძე

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადებიან - "ერთიანობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირმა და ამერიკამ "ოცნებასთან" და ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე დაასრულა.

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" და ევროკავშირი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ევროკავშირმა დაასრულა ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან" და ბიძინა ივანიშვილთან. ამერიკამაც დაასრულა მათთან ურთიერთობა. შეუთავსებელია, არ არსებობს "ქართული ოცნება" და ევროკავშირი. "ოცნების" გზა არის იზოლაციისკენ მიმავალი გზა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მათ ჩვენი ევროპელი ლიდერები მტრებად გამოაცხადეს. მათ უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე ღიად და დაუფარავად. ამიტომ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობის გზა ეს რეზოლუცია მოიცავს ამ ორივე კომპონენტს", - ამბობს ვაშაძე. 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დღეს იმსჯელებენ - განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.

განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.

 

მსგავსი სიახლეები